პროექტის სახელი: ვიმოგზაუროთ კახეთში
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ კახეთის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, კულტურას, დემოგრაფიულ პროცესებს. აწყობენ ექსკურსიას ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ულამაზესი მხარის – კახეთის, ისტორიას. მოიპოვებენ ინფორმაციას მის მდებარეობაზე, ტერიტორიაზე, ფლორაზე და ფაუნაზე და ადარებენ სხვა კუთხეებს. გაეცნობიან კახეთის ეკონომიკას, ტურიზმს, მოიძევენ მასალებს ხელოვნებიდან და ლიტერატურიდან. ყურადღებას გაამახვილებენ სამზარეულოზე, ღირშესანიშნაობებეზე, ძეგლებზე, ეკლესიებზე. გადაიღებენ სურათებს, ვიდეო მასალებს, შექმნიან ნახატებს. ადგილობრივ მოსახლეობას ჩამოართმევენ ინტერვიუს. მოსწავლეები გაარკვევენ მეურნეობის რომელი დარგია წამყვანი, ვაზის რომელი ჯიშებია გავრცელებული, რომელი ნაკრძალებია და ასე შემდეგ.
პროექტი აქტუალურია იმით, რომ ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ძირფესვიანად გაეცნონ საქართველოს კუთხეს, მის ტრადიციებს, ხალხის ყოფას, მათ ცხოვრებისეულ პრობლემებს. განუვითარდებათ კვლევის, ანალიზის უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
ვადები და ხანგრძლივობა: 2010– 2011 წელი, ოქტომბერი –მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: იმუშავებენ ჯგუფურად, ინდივიდუალურად და წყვილებში. მოამზადებენ პრეზენტაციებს, დღიურებს, ინტერვიუს, გადაიღებენ ფოტოებს, შექმნიან ბუკლეტებს ელექრტონულ ჟურნალებს.
მოსალოდნელი შედეგები: ჩამოუყალიბდებათ ზოგიერთი უნარი, შემოქმედებითი ინფორმაციის მოპოვების და ძიების უნარი. მოსწავლეთა წარმატება შეფასებული იქნება მსჯელობით, ზეპირი პრეზენტაციით მოპოვებული ინფორმაციით. შეიქმნება პროექტის ვებგვერდი.
სარგებლობა სხვებისთვის: კახეთის ნახვა, მოძიებული მასალის დემონსტრირება, ამ პროექტის ვებგვერდის დამთვალიერებლები გაიგებენ მეტ ინფორმაციას კახეთის შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან /საგანთა ჯგუფებთან/ სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სხვა საგნებში. გეოგრაფია–განსაზღვრავენ კუთხის მდებარეობას. ლიტერატურა– გაანალიზებენ სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. ისტორია– მოიძიებენ და შეისწავლიან ისტორიულ წყაროებს.მუსიკა–გაეცნობიან ფოლკლორს.
მოსწავლეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ხვინჩიაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: x. xvinchiashvili@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი:xxvinchiashvili.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий